Monday 15 March 2010

ბავშვთა უფლებები

1. პროექტის სახელი:

ღირსეული მომავლისთვის 

2. პროექტის მოკლე აღწერა:

პროექტის არსიაზარდთა ინფორმირებიმიზნი შეიქმნას საინფორმაციო (ილუსტრირებული) ბუკლეტი თემაზე "ბავშვთა უფლებები" და მოეწყოს კონკურსი ბუკლეტის საუკეთესო მაკეტის გამოსავლენად.

3. პროექტის სრული აღწერა:

საზოგადოების პროგრესი დამოკიდებულია ადამიანთა შესაძლებლობებზე და მათ გონებრივ პოტენციალზე. ამიტომ ბავშვთა აღზრდა, მათი პიროვნების ფორმირება, სწავლება, საზოგადოებაში მათი თვითდამკვიდრებისათვის ხელშეწყობა, გონებრივი პოტენციალისა და შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება თანამედროვე საზოგადოების აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.

მათი აღზრდის მიზანი უნდა იყოს მომავალში ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვა.

მოზარდის ერთ–ერთ პრობლემატურ საკითხად რჩება მისი და საზოგადოების ურთიერთობა.

ბავშვთა უფლებების დარღვევის უამრავი ფაქტი არსებობს, როდესაც მათ პრობლემები ექმნებათ თანატოლებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან...

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად კარგად ეცოდინებათ მათ თავისი უფლებები და ამ უფლებების პრაქტიკული დაცვის მექანიზმი.

პრექტი ხელს შეუწყობს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სრულყოფას.

მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას თანატოლებს შორის ბავშვთა უფლებებზე:

– რომელი უფლებებია თქვენთვის ცნობილი?

– რომელი უფლებები ირღვევა თქვენს გარშემო ყველაზე ხშირად?

– რა გზები გესახებათ თქვენ ამ პრობლემის გადასაჭრელად?

მოსწავლეები მოიძიებენ ბავშვთა უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს

მოეწყობა დისკუსია პრობლემის გადაჭრის გზების გამოსავლენად

შექმნიან სკოლის გაზეთსა და ბუკლეტის მაკეტს

4. მონაწილეთა ასაკი:

13–15 წელი

5. ვადები/ხანგრძლივობა:

3 თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

– სამუშაო გეგმის შედგენა

– დისკუსიის გამართვა ბავშვთა უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებსა და გამოკითხვის შედეგებზე

– სტატიების მომზადება და მათი გამოქვეყნება სასკოლო გაზეთში

– კომპიუტერული პროგრამების საშუალებით ბუკლეტის მაკეტის შექმნა

– პრეზენტაცია

– მოსწავლეთა მოტივაციის მიზნით, სკოლის საზოგადოებისათვის გამოკითხვის შედეგების გაცნობა

– გამოკითხვის შედეგების და ბუკლეტის მაკეტების ბლოგზე განთავსება

– შეფასება

7. მოსალოდნელი შედეგები:

პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას სამოქალაქო განათლებასა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგანთა ჯგუფში მათი პასუხისმგებლობის გაზრდას. ასევე ხელს შეუწყობს ბავშვთა უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენებას რეალური პრობლემის გადასაჭრელად, მოსწავლეების სწავლას აღმოჩენების გზით და კვლევითი უნარ–ჩვევების გამომუშავებას, ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტურად გამოყენებას, სამოქალაქო უნარ–ჩვევების განვითარებას.

8. სარგებელი სხვებისთვის:

მოსწავლეთა მოტივაციის მიზნით, სკოლის საზოგადოებისათვის გამოკითხვის შედეგების გაცნობა და ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით სკოლაში ინფორმაციული ბაზის შექმნა.

9. სამუშაო ენა:

ქართული

10. მონაწილეები სხვა სკოლიდან:

არ გვყავს

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

სამოქალაქო განათლება: ბავშვთა უფლებები

ხელოვნება: ჟურნალ–გაზეთების დიზაინი

ისტ. ტექნოლოგიები: კომპიუტერული პროგრამების შესწავლა (PowerPoint, VUE...)

12. პროექტის ფასილიტატორი:

მაია სუმბაძე

13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:

sumbadze2010@gmail.com

14. პროექტის ფორუმი:

15. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:

http://www।sumbadze2010।blogspot.com/

ბავშვის უფლებათა კონვენცია